თეგი: ტრანსკასპიური მარშრუტი

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, თანამშრომლობა განიხილეს

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელს კაირატ კელიმბეტოვს შეხვდა. ამის შესახებ Trend-ი ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, აზერბაიჯანის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს ჯაბაროვმა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობასა და ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ვაჭრობის, სატრანსპორტო-ტრანზიტის, სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე მხარეებმა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს.  რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.

ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს

ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელი ყასიმ ტლეპოვი აცხადებს. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან.  საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა.  

ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მედია წერს, რომ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა იზრდება.  ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია.  მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.   

ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს თიყაევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, - დასძინა თოყაევმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ

ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ერთობლივი განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ, ასტანაში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქონლის გლობალური მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თლეუბერდიმ. მინისტრის თქმით, დღეს ევროკავშირი, ყაზახეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია, რომლის პირდაპირი ინვესტიციების ჯამური მოცულობა $160 მილიარდზე მეტია. მისივე თქმით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ $29,5 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წლის 42%-ით გაიზარდა. „ჩვენ დაინტერესებული ვართ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში დიალოგის შემდგომი დივერსიფიკაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებით. ჩვენი სურვილია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, ტრანსპორტსა და ლოგისტიკის გაციფრულება“, - განაცხადა ტლეუბერდიმ. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.   

ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, ყაზახეთში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდა 6,5 მილიონ ტონამდე იგეგმება. ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის დროს ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა განაცხადა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან“, „ატირაუ-სამარასა“ და „ატასუ-ალაშანკოუს“ დერეფნებთან ერთად, TMTM მიმართულება ასევე რკინიგზისა და აქტაუს საზღვაო პორტის გასწვრივ განვითარდება“, - აღნიშნა ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა.  „TMTR პროექტის შემუშავებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის მიზანია 2023 წელს 6,5 მილიონი ტონა სატრანსპორტო სიმძლავრის უზრუნველყოფა, 2024 წელს 7,5 მილიონ ტონამდე, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონისუზრუნველყოფა “, -განაცხადა ვიცე მინისტრმა. ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.